დედაენის დღესთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით, კლასებში ჩატარდა შემეცნებითი საკლასო აქტივობა 💚
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ქართული ენის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ანბანის განვითარების შესახებ. ასევე შექმნეს პრეზენტაციები და იმსჯელეს ენის სისუფთავისა და მნიშვნელობის შესახებ.
აქტივობის ფარგლებში , პრომეთელებმა ამოკრიბეს და გაასწორეს ზეპირსიტყვიერებაში გავრცელებული მცდარი ფორმები, ჩაანაცვლეს ბარბარიზმები სწორი ქართული სიტყვებით და დაისწავლეს ენის შესახებ გამონათქვამები.
გაიმართა აქტივობა „ვილაპარაკოთ მხოლოდ ქართულად“, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს პოეზიის როლზე მართლწერისა და მართლმეტყველების განვითარებაში.
მოსწავლეებმა შექმნეს თემატური პოსტერები, დასასრულს კი ჩატარდა ვიქტორინა ქართული ენის ცოდნაში.